MEGOBARI აქტი

რაუფოღლუ: 3 სენატორი შეცდომაში ლობისტებმა შეიყვანეს, რომ MEGOBARI აქტი მთელ ერს ასანქცირებს

გამოცემა Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ს სამი სენატორი, რენდ პოლი, მაიკ ლი და მარკუეინ მალენი, ლობისტურმა ჯგუფებმა შეიყვანეს შეცდომაში, რომ თითქოს "MEGOBARI აქტი მთელ ერს ასანქცირებს".

"წყაროები მეუბნებიან, რომ სამივე სენატორი შეცდომაში შეიყვანეს ლობისტურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ MEGOBARI აქტი "მთელ ერს ასანქცირებს". ეს არასწორია" - წერს Foreign Press USA-ის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში

მანამდე, რაუფოღლუმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სენატში MEGOBARI აქტის მიღებას აღნიშნული სამი სენატორი აჭიანურებდა.

კომენტარები