შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს.
"დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს მიერ, მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება - კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცველებმა ე.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს" - წერია შსს-ს განცხადებაში
უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

![გამოვლენილია ფინანსური დანაშაულის 3 ფაქტი, დაკავებულია 6 პირი – საგამოძიებო [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/ssaa.png.jpg?itok=1wfu_1Ke)



