ირანი

ირანში სასამართლო შენობას ტერორისტები თავს დაესხნენ და 6 ადამიანი მოკლეს – ირანული მედია

24newshd.tv/

ირანში სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციაში ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ჯაიშ ალ-ადლმა სასამართლოს შენობაზე ტერაქტი მოაწყო.

ირანის სამთავრობო მედიის, IRNA-ს მიხედვით, ტერაქტის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 თავდამსხმელი, 22 ადამიანი კი დაშავდა. 

IRNA-ს მიხედვით, ტერაქტს, მათ შორის, თოთო ბავშვი და 60 წლის ქალი ემსხვერპლნენ. გამოცემა ასევე წერს, რომ დაიღუპა ძალოვანი სტრუქტურის 3 თანამშრომელი, რომლებიც შენობას იცავდნენ. 

ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ჯეიშ ალ-ადლმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. მათი მტკიცებით, მიზანში მოსამართლეები და სასამართლოს პერსონალი ამოიღეს და სასამართლო სისტემისა და უსაფრთხოების ძალების, სულ მცირე, 30 წარმომადგენელი მოკლეს.

ჯაიშ ალ-ადლი არის ექსტრემისტული სუნიტური ისლამისტური დაჯგუფება, რომელიც ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და პაკისტანის დასავლეთში, ბელუჯისტანის პროვინციაში მოქმედებს. 

კომენტარები