46 წლის ტეხასელი კაცი, დერეკ ჰაფმანი, რომელიც მიმდინარე წლის მარტში ცოლთან და სამ შვილთან ერთად რუსეთში გადავიდა, უკრაინაში საომრად გაგზავნეს.
ჰაფმანი ოჯახთან ერთად, როგორც თავად ამბობდა, "ამერიკულ ვოუქ კულტურას" გაექცა და რუსეთში "საერთო ღირებულებების" სავიზო სქემის გავლით მოხვდა.
ამასთან, რუსეთის მოქალაქეობის დაჩქარებული მიღების მიზნით, ჰაფმანი რუსეთის არმიაში ჩაირიცხა, სადაც ის არასაბრძოლო როლის, საწყის ეტაპზე გამაგრებითი ნაგებობების მშენებლის, მოგვიანებით კი სამხედრო კორესპონდენტის როლის მორგებას გეგმავდა, თუმცა, მისი ცოლის თქმით, ენის ცუდად ცოდნისა და სამხედრო გამოცდილების არქონის მიუხედავად, ის ფრონტის ხაზზე გაგზავნეს.
ჰაფმანის ცოლის თქმით, მისი ქმარი თავს "მგლების ხროვაში ჩაგდებულად" გრძნობს და ამბობს, რომ მას მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობის წვრთნა ჩაუტარდა და ისიც რუსულ ენაზე.
"სამწუხაროდ, როდესაც განსხვავებულ ენაზე გასწავლიან და შენ ეს ენა არ გეგმის, როგორ უნდა ისწავლო? ვერ ისწავლი. ასე რომ, სამწუხაროდ, ის თავს ისე გრძნობს, რომ თითქოს მგლების ხროვაში ჩააგდეს და იძულებულია, რომ მხოლოდ რწმენას დაეყრდნოს და ასეც ვიქცევით". - თქვა ჰაფმანის ცოლმა ვიდეობლოგში, რომელიც მოგვიანებით წაიშალა.
ამასთან, დიენი ჰაფმანის თქმით, მისი ქმარი ამჟამად როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად თავს ცუდად გრძნობს და ოჯახს არც ანაზღაურება და არც დახმარება მიუღია.





