პარტია ხალხისთვის ლიდერმა, ანა დოლიძემ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მისი პარტია მონაწილეობას არ მიიღებს.
"დღეს ქვეყანაში არის შექმნილი საკმაოდ სერიოზული ვითარება და მთავარი საკითხი, რომელზეც თქვენ გაქვთ ინტერესი ეს არის მიიღებს თუ არა პარტია ხალხისთვის და მე, ანა დოლიძე მომავალ მსხვერპლთშეწირვაში მონაწილეობას, რასაც ქართული ოცნება ეძახის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
მინდა, პირველ რიგში მოვიკითხო პოლიტპატიმრები, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და მედგრად დგანან. პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაუმართლებელია და ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ჩვენი ქვეყნის დროებით ადმინისტრაციას, რომელიც თავის თავს ხელისუფლებას ეძახის, რომ შექმნას სალაპარაკო საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ნორმალურად ჩაატარა არჩევნები.
ამასთან ერთად, არ ვფიქრობთ, რომ ეს ე.წ. არჩევნები არის რაიმე ფორმით ბრძოლა, ვინაიდან ჩვენს წინაშე არ არის რაიმე მსგავსება შეჯიბრებითობის პირობებისა ადგილობრივ არჩევნებზე". - თქვა დოლიძე.





