სამხრეთ კორეაში გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
სამხრეთ კორეაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტიქიის შედეგად 1 999 საჯარო შენობა და 2 238 კერძო ობიექტი დაზიანდა, მათ შორის, ფერმები.
უწყების თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული.
სამხრეთ კორეის ეროვნული მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, წვიმების შემცირებასთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი.

![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)



