აშშ-ს სამხედრო დახმარება უკრაინას

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

Getty Images

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ სამხედრო უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას მხარი დაუჭირა.

კონგრესში აშშ-ს შეიარაღებული ძალების 2026 ფისკალური წლის დაფინანსების კანონპროექტის განხილვისას, ჯორჯიის შტატის ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარჯორი ტეილორ გრინმა კანონპროექტში შესწორების წინადადება წარადგინა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დაფინანსებით უკრაინის დახმარება იკრძალებოდა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დონ ბეიკონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აღნიშნული შესწორება წარმომადგენელთა პალატამ "დიდი უმრავლესობით" დაამარცხა.

"ამ დილით წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება დიდი უმრავლესობით, 353 ხმით 76-ის წინააღმდეგ, მიიღო" - დაწერა ბეიკონმა.

კომენტარები