აშშ-ს სამხედრო დახმარება უკრაინას

აშშ-მა უკრაინისთვის $400 მილიონის დახმარების ახალი პაკეტი გამოყო

აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი $400 მილიონის ოდენობის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განცხადება გააკეთა.

კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს დამატებით უპილოტო საფრენ აპარატებსა და ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობას, ასევე კრიტიკული საბრძოლო მასალის რეზერვებს საარტილერიო და მაღალი სიზუსტის სროლისთვის. 

პაკეტში ასევე გათვალისწინებულია:

  • დამატებითი საბრძოლო მასალა საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS);
  • დამატებითი 155 მმ საარტილერიო ჭურვები;
  • 105 მმ საარტილერიო ჭურვები;
  • 25 მმ საბრძოლო მასალა;
  • აღჭურვილობა ჯავშანტექნიკისთვის;
  • უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო და ელექტრონული საომარი ტექნიკის აღმომჩენი საშუალებები;
  • სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა. 

დახმარების პაკეტი უკრაინაში უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში იგზავნება. იარაღის პაკეტებისგან განსხვავებით, რომლებიც აღებულია უშუალოდ აშშ-ს შეიარაღებული მარაგებიდან და შეიძლება სწრაფად გაიგზავნოს უკრაინაში, USAI-ის პაკეტები შეძენილი ან შეკვეთილია სამხედრო ინდუსტრიიდან.

კომენტარები