ივანიშვილის რეჟიმი

ხაბეიშვილი: გადაკიდებულები არიან - უახლოეს დღეებში დაიჭერენ ლილუაშვილს, ან ღარიბაშვილს

დანა-სისხლად არიან გადაკიდებული გომელაურ-ლილუაშვილ-ღარიბაშვილთან - ისინი ამ ისტერიკით ადასტურებენ ერთ რამეს: შიგნით აქვთ უბედურება დაჭმა და მეთი ინფორმაცია მაქვს თუ არა? კიდევ უფრო მეტი მაქვს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. 

ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის მარტივი რამის დადასტურდება: უახლოეს დღეებში დაიჭერენ ან ლილუაშვილს, ან ღარიბაშვილს, ან გომელაურს.

ბატონო ბიძინა, მარტო დარჩებით, ხომ ხვდებით? ხომ ხედავთ? კობახიძეც ადასტურებს, რომ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური -  ყველა ჩემთან თანამშრომლობს, ყველას ინფორმაციები მოაქვს. 

თქვენ ხომ ხვდებით, რომ დარჩებით მიქანაძის, ოხანაშვილის და ამ შეშლილი კობახიძის ამარა. 

ღარიბაშვილზე ვთქვი - მიქაუტაძე დაუჭირეთ, მისი ჯიბე. გომელაურის გადადგომა ვთქვი -  ორ დღეში გადადგა. 

რიჟვაძეზე ვთქვი -  ფაქტობრივადმ ან კლავდით, ან თავს იკლავდა. 

ბიზნესზე ვთქვი - "ზარალადან" დაწყებული პაპაშვილით გაგრძელებული და ჩხაიძეს, საერთოდ, შვილი დაუჭირეთ. 

რომელი ერთი მოვყევი და არ დადასტურდა? 

ლილუაშვილს ვთქვი, რომ $100 მილიონ დოლარს სთხოვთ, ოხანაშვილმა აგერ თქვა, რომ დიახ, გამოძიებას მასთან კითხვები აქვს. 

ამიტომ, თქვენ აბსოლუტურად მარტო დარჩებით ამ შეშლილების ამარა.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები