სურსათის ეროვნული სააგენტო

ბოლნისში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი 4 საწარმო გამოვავლინეთ – სეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს [სეს] ცნობით, ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს - ამოღებული და დალუქულია დიდი რაოდენობით რძე და რძის ნაწარმი. 

სააგენტოს ცნობით,  მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.  

"ფიზიკური პირი გ. კ. მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. რატევანი. ამოღებული და დალუქულია  150 ლიტრი რძე. 

ფიზიკური პირი ც. მ.  მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოფ.რატევანი. ამოღებული და დალუქულია 530 ლიტრი რძე და 100 კილოგრამი სულგუნი.

ფიზიკური პირი ც. მ. მისამართი: ბოლნისი, გრიგოლ ხანძთელის N11; ამოღებული და დალუქულია 500 ლიტრი რძე, 200 კილოგრამამდე ყველი და ნადუღი, 100 კილოგრამამდე სულგუნი, 40 ლიტრი - მცენარეული ცხიმი; 5 ტომარა რძის ფხვნილი (125 კგ).

ფიზიკური პირი პ. ა. მისამართი: ბოლნისი სოფ: რატევანი. ამოღებული და დალუქულია 400 ლიტრი რძე და 70 კილოგრამი სულგუნი".- ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 3 600-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ გამოვლენილია 36 არარეგისტრირებული წარმოება.

კომენტარები