რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ და NATO უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდნენ

აშშ და NATO უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ტრამპმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ისაუბრეს.

ტრამპის თქმით, ის იმედგაცრუებულია პუტინით, რადგან მას ომის დასრულება არ უნდა. სწორედ ამიტომ, აშშ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო იარაღს მიაწვდის მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება რუსეთის იერიშების მოსაგერიებლად. 

რუტემ განმარტა, რომ NATO-ს წევრი ევროპული სახელმწიფოები აშშ-სგან შეიძენენ იარაღს, რაც უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება.

"ეს ნიშნავს, რომ უკრაინას ხელი მიუწვდება ძალიან დიდი რაოდენობით შეიარაღებაზე, როგორც საჰაერო თავდაცვის, ასევე რაკეტები, საბრძოლო მასალა და ა.შ" – ამბობს რუტე. 

"ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ. NATO-ს ქვეყნები აშშ-სგან მილიარდობით დოლარის ღირებულების შეიარაღებას შეისყიდიან და ძალიან მალე მოხდება მისი განაწილება ბრძოლის ველზე" – თქვა ტრამპმა. 

კომენტარები