რუსული რეჟიმი

დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, გადაყვანილია ნარკოტესტზე – შსს გავრცელებულ კადრებზე

შსს-ს ცნობით, პირი რომლის დაკავების ვიდეოკადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, თავდაპირველად გადამოწმების მიზნით გააჩერეს, რა დროსაც ის ადგილიდან მიმალვას შეეცადა. 

უწყების ცნობითვე, პირი გამოხატავდა აგრესიას, მოგვიანებით, კი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. 

შსს-ში აცხადებენ, რომ მოქალაქე ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით, შეაჩერეს.

მსუბუქ ავტომობილს 1985 წელს დაბადებული ო.მ. მართავდა, რომელმაც სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია და ადგილიდან მიმალვას შეეცადა.

პოლიციამ სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად ო.მ დააკავა.

შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, სამართალდამცველებმა ო.მ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს" - აცხადებენ შსს-ში.

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აკავებდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები ტაქსის მძღოლს.

კომენტარები