აშშ-ჩინეთი

რუბიოს თქმით, მაღალი ალბათობაა, რომ დონალდ ტრამპი და სი ძინფინგი ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან

აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შორის პირველი შეხვედრა მალაიზიაში, ASEAN-ის სამიტის დროს გაიმართა

ორივე ქვეყნის მაღალჩინოსანმა საუბარი “პოზიტიურად და კონსტრუქციულად” შეაფასა. რუბიომ ასევე დაამატა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტ სი ძინფინგს შორის პირისპირ შეხვედრის ალბათობა მაღალია. 

“ჩვენ ორი დიდი, ძლიერი სახელმწიფო ვართ და ყოველთვის იქნება საკითხები, რაზეც ვერ შევთანხმდებით. ვფიქრობ, არსებობს პოტენციური თანამშრომლობისთვის სხვადასხვა სივრცეები და მიმაჩნია, რომ ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა” - თქვა რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუბიომ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ჩინეთში ვიზიტით არის მიწვეული.

“ეს არის ვიზიტი, რაც მას სურს რომ შეასრულოს და ჩვენ ვიმუშავებთ სწორი თარიღის შერჩევაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, რადგან ორივე პრეზიდენტს სურს, რომ ეს მოხდეს” - ამბობს რუბიო.

კომენტარები