არჩევნები 2025

კალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს ქართული ოცნება

ისინი [ოპოზიცია] ერთ დღეს ერთს ამბობენ, მეორე დღეს მეორეს. აშკარად ჩანს, რომ არეულები არიან. გარკვეული პარტიები ამბობენ, რომ არჩევნებისთვის ემზადებიან. ჩვენთვის  მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რა გადაწყვეტილებას მიღებენ. მთავარი არის ჩვენი პოზიციები - ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს უკვე დაწყებული აქვს მზაობა არჩევნებისთვის. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას, საზოგადოებას მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას პროექტებზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს ქართული ოცნება, რადგან ის არის ერთადერთი ძალა, რომელიც საქართველოს, ქართველ ხალხს ემსახურება და არ იმართება გარედან, როგორც რადიკალები იმართებიან.

პრესსამსახურის ცნობით, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებზე დასმულ შეკითხვაზე. 

კომენტარები