რეჟიმის პატიმრები

რეჟიმმა 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

რეჟიმმა 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოიტანა.

"თავისუფლების ფასი გავიგე და შვილიშვილებისთვის მაგარი ისტორია მექნება მოსაყოლი...

მადლობა თანადგომისთვის და გულშემატკივრობისთვის. ეს ჩემთვის მოტივაციაა და შესაძლებლობა, რომ მარტო არ ვიყო. ცდილობენ, რომ თავისუფალი აზრი ჩაახშონ, მაგრამ ვხედავ ბევრ თავისუფალ აზრს. არ მინდა, ჩემი და მომავალი თაობა დიქტატურაში გაიზარდოს. ახალგაზრდული წლების ციხეში გატარება მიწევს, მაგრამ ახალი ოჯახი შევიძინე. მაგარი ბიჭები გავიცანი" - განაცხადა 19 წლის საბა ჯიქიამ დასკვნით სიტყვაში.

ჯიქიას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. კერძოდ, პროკურატურის ვერსიის თანახმად, საბა ჯიქიამ 30 ნოემბერს, აქციაზე, გდდ-ს თანამშრომელს წიხლი ჩაარტყა.

საბა ჯიქია 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, მაშინ ის 18 წლის იყო.

კომენტარები