თბილისი

თბილისში, ბინის ქურდობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

shutterstock

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშღომლებმა თბილისში, ბინის ქურდობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1988 წელს დაბადებული მ.ჯ. ქურდობის დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის 1985 წელს დაბადებული ს.მ.-ს ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთი - მათ შორის, $13 000 აშშ დოლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, თანხის ნაწილი, საკეტის გამღები ინსტრუმენტი - ე.წ. "ატმეჩკა" და სხვადასხვა ხელსაწყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები