რუსული რეჟიმი

მაჭავარიანი რეზოლუციაზე: პულსზე ხელი არ უდევთ, ვერ ხვდებიან, რომ კონტრპროდუქტიულია

რიგით მერამდენე რეზოლუციაა, თვლაში დავიკარგე - რა თქმა უნდა, ყურადღებას არ ვაქცევთ და ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვისაც ეს ყველაფერი საინტერესო არაა. ასეთი ტიპის რეზოლუციები საინტერესო იქნებოდა და მღელვარებას გამოიწვევდა 3-4-5 წლის წინ, მაგრამ დღეს უკვე ეს ქართველებს აღარ გვაინტერესებს, იქიდან გამომდინარე, რომ მე-6 თუ მე-7 რეზოლუციაა, სადაც ერთსა და იმავე შინაარსს ატრიალებენ[...]

ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. ამ ევრობიუროკრატებს პულსზე ხელი არ უდევთ თუ რატომ აკეთებენ ამას, თუ შეგნებულად აკეთებენ, მე ვერ ვხვდები [...] ევრობიუროკრატების აბსურდული განცხადებები, რეზოლუციები, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და საქართველოს შიდა პოლიტიკაში მათი ჩარევა, ჩვენს საზოგადოებაში განწყობებს ცვლის [...] მათ პულსზე ხელი არ უდევთ, ვერ ხვდებიან, რომ ეს მათთვის კონტრპროდუქტიულია. ამ რეზოლუციებსა და მათ დებატებს ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არასერიოზულად აღიქვამს.

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა TV იმედის ეთერში.

კომენტარები