ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ორმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს აბუ-დაბიში 10 ივლისს გამართავენ. ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
"აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის ორმხრივი შეხვედრა 10 ივლისს, აბუდაბიში გაიმართება" – წერია განცხადებაში.





