სომეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი პატრიარქ-კათალიკოსი გარეგინ II-ს სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერასა და მრუშობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ფაშინიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს.
"თუ კტრიჩ ნერსისიანი [გარეგინ II] ვაზგენ გალსტანიანისა და გევორგ აჯაფაჰიანის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს, მაშინ ის იზიარებს აღნიშნული პირების იდეოლოგიასა და გეგმებს სამხედრო გადატრიალების განხორციელების, ხალხის კედლების ქვეშ გამოკეტვისა და ქვეყანაში ქაოსის შექმნის შესახებ.
ვაღარშაპატის გაფართოებული თემის არცერთი ტერიტორია არ შეიძლება იყოს დახურული სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისთვის, მით უმეტეს, რომ კტრიჩის და კიდევ რამდენიმე პირის წყალობით, ეს ტერიტორიები არ არის დახურული მრუშობისთვის". - წერს ფაშინიანი.
28 ივნისს სომხეთში შირაქის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფაჰიანი ხელისუფლების დამხობის ბრალდებით დააკავეს.
მანამდე, 25 ივნისს, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლებმა ტავუშელი მთავარეპისკოპოსი, ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს.
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს.





