სომხეთი

ფაშინიანმა დააკავა ჩახალიანი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ამნისტიით გამოუშვა

სომხური მედია ადვოკატ რუბენ მელიქიანზე დაყრდნობით წერს, რომ ერევანში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს.

სომხური მედია აღნიშნავს, ვაჰაგნ ჩახალიანი ინიციატივა "კამკის" ლიდერია და ოპოზიციურ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობს.

ჩახალიანი საქართველოს მოქალაქეა. ის მოძრაობა "ჯავახკის" ლიდერი იყო, 2009 წელს დააპატიმრეს და მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიით დატოვა.

2013 წელს ჯერ კიდევ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩახალიანის გამოშვებაზე ამბობდა, რომ ივანიშვილმა ეს კათალიკოს გაერგინ მეორის თხოვნით და რუსეთის საამებლად გააკეთა.

კომენტარები