რუსული რეჟიმი

კობახიძე: აშშ-ს წინა ადმინისტრაციის ჩინოვნიკები ქართულ დემოკრატიას 4 წელი მტრობდნენ

მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, პრაქტიკულად უკვე ყოფილი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, თავისი არსით, წინა ადმინისტრაციას წარმოადგენს. მე მინდა გავიხსენო, რომ წინა ადმინისტრაციის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების გაფუჭება ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ წინა ადმინისტრაციის მტრობამ განაპირობა. მტრობამ ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ... ამ მტრობის თანამონაწილე იყო მაშინდელი ბიუროკრატიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი.

ეს უნდა გაითვალისწინოს ქალბატონმა ყოფილმა ელჩმა, როდესაც ის ქართულ დემოკრატიასთან დაკავშირებით საუბრობს. წინა ადმინისტრაციის ჩინოვნიკები ქართულ დემოკრატიას 4 წელი მტრობდნენ. როდესაც ბატონი ჯეი დი ვენსი საუბრობდა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მისი ადრესატი სწორედ ის ევროპული ბიუროკრატია იყო, რომელიც საქართველოში უპირისპირდებოდა დემოკრატიულ სისტემას და რომელიც ჩვენს ქვეყანაში 4 რევოლუციას აწყობდა. ამერიკის წინა ადმინისტრაცია და ევროპული ბიუროკრატია, ჯეი დი ვენსის სიტყვები სწორედ ასეთი ჩინოვნიკების წინააღმდეგ იყო მიმართული

ასე უპასუხა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ს ელჩის განცხადებას, რომელმაც გუშინ აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სიტყვები მოიხმო და ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიული მანდატის მოპოვება ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით შეუძლებელია.  კობახიძე იმედი LIVE-ის ეთერში საუბრობდა.

კომენტარები