შვედეთი უკრაინას 1.5 მილიარდ შვედურ კრონის, დაახლოებით 157 მილიონი აშშ დოლარის, სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა განაცხადა.
დახმარების პაკეტი Archer-ის თვითმავალი საარტილერიო სისტემების ახალ ნაწილებსა და სხვა თავდაცვით და თავდასხმით შესაძლებლობებს ითვალისწინებს.
"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 18-ე და 19-ე მხარდაჭერის პაკეტებიდან გამოყოს 1.5 მილიარდი კრონა უკრაინისთვის ახალი სამხედრო შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. ამაში შედის 10-ზე მეტი ახალი Archer-ის საარტილერიო ლულა, შორსმსროლი იარაღი და წყალქვეშა შესაძლებლობები, ასევე დამატებითი ლოგისტიკური მხარდაჭერა" - დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე.
მან დაამატა, რომ უკრაინაში Archer-ის ტიპის სისტემებმა თავისი ეფექტიანობა უკვე დაამტკიცეს.





