შვედეთი-უკრაინა

შვედეთი უკრაინას 2022 წლის შემდეგ ყველაზე მსხვილ სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

შვედეთი უკრაინას 2022 წლის შემდეგ ყველაზე მსხვილ სამხედრო პაკეტს გამოუყოფს. დახმარება $1.2 მილიარდს შეადგენს.

ინფორმაციას შვედეთის თავდაცვის მინისტრი პოლ იონსონი ავრცელებს:

"ეს არის რიგით მე-18 პაკეტი, რომელიც შვედეთმა უკრაინისთვის გამოყო. ეს არის ასევე ყველაზე დიდი პაკეტი 2022 წლის თებერვლის შემდეგ".

იონსონის თქმით, ეს პაკეტი რუსეთის პირობებში უკრაინის  თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ემსახურება.

გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შვედეთი უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების საკითხზე მოლაპარაკებებს, როგორც საკუთარი ქვეყანის, ისე ევროპის სხვა მომწოდებლებთან აწარმოებს. 

კომენტარები