რეჟიმმა გიორგი მინდაძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა - განაჩენი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა.
დღეს გიორგი მინდაძის დედის, ნანი წულაიას დაბადების დღეა.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, 21 წლის გიორგი მინდაძე პირველ დეკემბერს დააკავეს, პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. კერძოდ, ბრალდების მხარის მტკიცებით, გიორგი მინდაძემ 29 ნოემბერს, აქციაზე პიროტექნიკა გაისროლა, რომელიც გდდ-ს თანამშრომელს მოხვდა.
მინდაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი.
აქამდე, 12 ივნისს ნინო გალუსტაშვილმა 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა 21 წლის მათე დევიძეს.





