სომხეთი-რუსეთი

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე: სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

ალენ სიმონიანი
Factor.tv

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის, ალენ სიმონიანის თქმით, სერიოზულად უნდა განიხილებოდეს სომხეთის ტერიტორიაზე რუსული ტელეარხების მაუწყებლობის შეჩერების საკითხი.

"ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსეთის ტელეარხების მაუწყებლობის შეწყვეტის საკითხი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე". - თქვა სიმონიანმა.

სიმონიანის თქმით, ზოგიერთი რუსული სატელევიზიო პროგრამა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებს ზიანს აყენებს.

"თუ არსებობენ არხები, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ ჩაერიონ სომხეთის საშინაო საქმეებში, ალბათ ჩვენც იმავე ფორმით უნდა ვუპასუხოთ, სულ მცირე, ავკრძალოთ მათ წვდომა ჩვენი საზოგადოების სახლებზე". - თქვა სიმონიანმა.

მისი შეფასებით, ასეთი პროგრამები და პოზიციები არა მხოლოდ მასში, არამედ სომხეთის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობაშიც ნეგატიურ ემოციებს იწვევს.

კომენტარები