სომხეთი-რუსეთი

შოიგუ: გიუმრიში ბაზა სომხეთის უსაფრთხოებისთვის არსებობს, დახურვის წინაპირობას ვერ ვხედავთ

სერგეი შოიგუ
РИА Новости / Алексей Никольский

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზა სომხეთის უსაფრთხოებისთვის არსებობს და ამჯერად კრემლი მის გასაუქმებლად წინაპირობებს ვერ ხედავს.

"რაც შეეხება რუსულ ბაზას, ის ცოცხალია, ფუნქციონირებს და მუშაობს. ამისთვის [დახურვისთვის] წინაპირობებს ჯერ ვერ ვხედავთ. ეს ბაზა სომხეთის უსაფრთხოებისთვის არსებობს." – განუცხადა შოიგუმ რეპორტიორებს 28 მაისს.

შოიგუს განცხადებამდე სომხურ მხარეს არაერთხელ ჰყავს გაკრიტიკებული ОДКБ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე შეტაკებების შემდეგ უსაფრთხოების კრიზისზე რეაგირების ვერ მოხდენის გამო.

ამასთან, მიმდინარე წლის იანვარში სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა, რომ 2022 წელს ОДКБ-ს მოკავშირეებმა, რომელთა შორის რუსეთიცაა, უარი თქვეს ვალდებულებების შესრულებაზე, რომ სომხეთისთვის "უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტიები" მიეცათ.

"ეს სომხეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხე იყო და აშკარად გამოჩნდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურებისა და სუვერენიტეტის განულების გადაწყვეტილება იყო მიღებული." – ამბობდა ფაშინიანი.

კომენტარები