უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო დრონების მე-20 ცალკეული პოლკის ინფორმაციით, მათ სივერსკის მიმართულებაზე ტყვედ აიყვანეს კამერუნის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ.
გამოცემა RBC-Ukraine-ის ინფორმაციით, გავრცელებულ ვიდეოში ორი კამერუნელი ამბობს, რომ რუსეთში "შამპუნის დასამზადებლად" და "კბილებზე სამკურნალოდ" ჩავიდნენ. თუმცა, კამერუნელების თქმით, მოსკოვის აეროპორტში მათ ისე შეეგებნენ, როგორც "რუსეთის ქვეითთა არმიის იაფ ჩამნაცვლებლებს".
გამოცემის მიხედვით, ორივე მათგანს ესმოდა, თუ რატომ მოხდა მათი რეკრუტირება და რატომ მისცეს მათ სამხედრო უნიფორმა. თუმცა, ვიდეოდან ირკვევა, რომ რუსეთი მათ 1.1 მილიონი რუბლის ($14 000-მდე) გადახდას დაჰპირდა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია იმაზე, რასაც რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს უხდის.
"აფრიკელები K-2 ბატალიონის სამხედროებმა დაატყვევეს, ტერიტორიული თავდაცვის ძალების 118-ე ცალკეულ პოლკთან და კიდევ ორ, პირველ მსროლელთა და პირველ მექანიზებულ ბატალიონებთან ერთად. ისინი K-2 ბატალიონის მე-20 პოლკის მედიის ჯგუფს ინტერვიუს მიცემაზე დათანხმდნენ," - განაცხადა უკრაინის არმიამ.





