უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში (СБУ) აცხადებენ, რომ ანექსირებულ ყირიმში სამი რუსული ვერტმფრენი და ერთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა პანცირ С-1 გაანადგურეს.
СБУ-ს ცნობის მიხედვით, მათ 27-28 ივნისის ღამეს დრონების მეშვეობით იერიშები მიიტანეს კიროვსკოიეს აეროდრომზე, სადაც ეს ტექნიკა იყო განლაგებული. უწყების ცნობით, იერიშების სამიზნე ასევე იყო საბრძოლო მასალებისა და დრონების საწყობები.
განადგურებულია Ми-8, Ми-26 და Ми-28 ტიპის სამი ვერტმფრენი.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, გასულ ღამეს აეროდრომის ტერიტორიაზე ისმოდა განმეორებითი აფეთქებების ხმები. ასეცე გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც იერიშების შედეგად გაჩენილი ხანძარია ასახული.





![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)