საქართველო-ლიტვა

ლიტვა: ვგმობთ რეპრესიებს საქართველოში, პოლიტიკურად დევნილი აქტივისტები უნდა გათავისუფლდნენ

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე რეპრესიებს ეხმაურება და მიმდინარე პროცესს გმობს.

ლიტვის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირები უნდა დასანქცირდნენ.

"მკაცრად ვგმობთ რეპრესიებს საქართველოში, ყოველ დღე ოპოზიციის უფრო და უფრო მეტ ლიდერს აკავებენ. ქართული ოცნების ქმედებები არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობა. პოლიტიკური დევნის მსხვერპლი აქტივისტები უნდა გათავისუფლდნენ, პასუხისმგებელ პირებს სანქციები უნდა დაეკისროთ." - წერია განცხადებაში.

კომენტარები