საქართველო-ლიტვა

ლანდსბერგისი: ლიტვა საქართველოს არჩევნებს თავისუფლად და სამართლიანად არ მიიჩნევს

პირველ რიგში, ლიტვის პოზიცია: ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. მეორეც, ლიტვამ გააკეთა მოწოდება, რომ ჩატარდეს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რადგან ქვეყნებმა რეალურად იცოდნენ, როგორ განვსაზღვრავთ არჩევნებს, რა გზაზე აყენებს ის საქართველოს, რა გზაზე აყენებს უკრაინას. რათა ვიცოდეთ ცხადი პასუხები, რეალურად უნდა გავიგოთ რა მოხდა და ამისთვის გვჭირდება გამოძიება. ამისთვის წამოვაყენეთ ეს ზომები. თუ საქართველოს მთავრობა ევროპულ კომისიასთან ამ საკითხზე თანამშრომლობაზე უარს იტყვის, უარს იტყვის გამოძიებაზე, ესეც რაღაცაზე მეტყველებს. თუ მათ არ უნდათ ჩვენ ვიცოდეთ რა მოხდა, ეს ნიშნავს, რომ მთელი პრეტენზიები, თითქოს საქართველო კვლავ ევროპულ გზაზე დგას, რეალურად არაფერს წარმოადგენს. 

შესაძლებელია თუ არა გვქონდეს კონსენსუსი ევროკავშირში ამ საკითხზე - რთული სათქმელია. მე მაქვს შეგრძნება, რომ ეს რთული იქნება. მათ შორის სანქცირება. არ არსებობს მარტივი გზა აქამდე მისასვლელად, მაგრამ, მეორეს მხრივ, წამოჭრილი უნდა იყოს შეკითხვა - როცა ჩვენ ვსაუბრობთ აშშ-ს იზოლაციონიზმზე, როცა ქვეყანა საკუთარ საქმეებს უფრო ხედავს - ევროპამ თქვენი დახმარებით ასევე უნდა დაუსვას შეკითხვა საკუთარ თავს - ევროპა თავადვე იზოლირებული ხომ არაა. რატომ ვერ ვპოულობთ გადაჭრის გზას საქართველოსთვის და იმისთვის, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს. იქნებ ევროპამაც შიდა საქმეებისკენ ყურება დაიწყო. თუ ეს ასე გაგრძელდება, ეს იქნება ძალიან სახიფათო გზა არამხოლოდ საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც. 

თქვა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის მინისტერიალის წინ.

 

კომენტარები