აშშ-რუსეთი

რუსეთში აშშ-ს ელჩი თანამდებობას ტოვებს

საელჩოს განცხადებით, რუსეთში აშშ-ს ელჩი ლინ ტრეისი თანამდებობას ტოვებს.

საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩმა აშშ-რუსეთის ურთიერთობების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ პერიოდში იმსახურა.

"ამაყი ვარ, რომ ასეთ რთულ დროს ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავი მოსკოვში. როცა ვტოვებ რუსეთს, ვიცი, რომ ჩემი კოლეგები საელჩოში გააგრძელებენ მუშაობას ურთიერთობების გაუმჯობესებისა და რუს ხალხთან კავშირების შენარჩუნებისთვის". - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

მიმდინარე თვის დასაწყისში საელჩომ განაცხადა, რომ ტრეისი თანამდებობას უახლოეს მომავალში დატოვებდა, თუმცა მისი შემცვლელი ამ დრომდე ოფიციალურად არ სახელდება.

ცნობისთვის, ტრეისი თანამდებობაზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში დაინიშნა.

ის აქტიურად იყო ჩართული რუსეთში დაკავებული აშშ-ს მოქალაქეების, მათ შორის, ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩისა და ყოფილი საზღვაო ქვეითის, პოლ უილანის გათავისუფლების პროცესებში.

კომენტარები