შინაგან საქმეთა სამინისტროm ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.
დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დროებით ნაქირავები სახლში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ახდენდა.
სამართალდამცველებმა ა.მ.-ს მიერ სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 136 ძირი ნარკოტიკული საშუალება მცენარე "კანაფი" ნივთმტკიცებად ამოიღეს" - წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით.





