ივანიშვილის რეჟიმი

კომიტეტი პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებს

30 ივნისს, ივანიშვილის პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარტია "გახარია -  საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით დადგა.

"დღემდე არსებული ინფორმაციით, მათი მხრიდან სხდომების გაცდენა არასაპატიო მიზეზით ხდება, თუმცა საკითხი კომიტეტის მიერ გადამოწმდება. კომიტეტის მხრიდან 12-ვე პირის შემოწმება მოხდება, თუ რამდენად დაირღვა მათი მხრიდან პარლამენტის რეგლამენტი. საკითხის შემოწმების შემდეგ გაკეთდება დასკვნა. დასკვნა იმის მიხედვით მომზადება, რა მოკვლევის შედეგებიც გვექნება" -  ივანიშვილის წარმომადგენელმა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა [IPN-ის ცნობით].

ცნობისთვის, პარტია გახარია საქართველოსთვის პარლამენტში 12 დეპუტატით არის წარმოდგენილი - გიორგი გახარიას პარტია (ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები) 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს - ასევე, გახარია - საქართველოსთვისს, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ივანიშვილის პარლამენტში განცხადება არ შეუტანია. 

ასევე, გიორგი გახარიას წულუკიანის კომისია განმეორებით 2 ივლისს დაიბარებს - ამის შესახებ კომისიაზე ივანიშვილის წარმომადგენლებმა გახარიას გამოუცხადებლობის გამო იმსჯელეს და მისთვის, კომისიის მუშაობის ვადებიდან გამომდინარე, მაქსიმალური თარიღის შეთავაზება გადაწყვიტეს. 

კომენტარები