NATO-ს წევრი სახელმწიფოები ჰააგაში გამართულ სამიტზე 2035 წლისთვის, თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2%-დან 5%-მდე გაზრდაზე შეთანხმდნენ.
ერთობლივ დეკლარაციაში წერია რომ ბლოკი "ერთიანია დიდი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე. ასევე, მოკავშირეები იღებენ ვალდებულებას, ყოველწლიურად მშპ-ს 5%-ის ინვესტირება მოახდინონ თავდაცვის ძირითად მოთხოვნილებებში, ასევე, თავდაცვასა და უსაფრთხოების საკითხებში, რათა უზრუნველყონ ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობების შესრულება".
გადაწყვეტილების შედეგად, წევრ სახელმწიოფებს მოუწევთ ყოველწიური გეგმის წარდგენა, სადაც ნაჩვენები იქნება "სანდო და ზრდადი გეგმა დასახული მიზნის მისაღწევად".





