რუსული რეჟიმი

ყაველაშვილი: წარმოუდგენელი და შეუძლებელია თავისუფლება მამულის, ენის და სარწმუნოების გარეშე

კეთილი შურით მინდა განვაცხადო, დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი რომ ვყოფილიყავი თქვენი ასაკის წარმომადგენელი, მართლაც უნიკალური პროექტია. ქართველი ადამიანი ბუნებით არის თავისუფლებისმოყვარე, მთელი ჩვენი ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. დღევანდელ ეპოქაში, მოგეხსენებათ, თავისუფლებაზე არის განსაკუთრებული ხაზგასმა სხვადასხვა იდეოლოგიებით. რა თქმა უნდა, ეს უმნიშვნელოვანესია. 

[...] ის, რომ ჩვენ დღეს დამოუკიდებლები და თავისუფლები ვართ, ის, რომ გვაქვს ტრიადა მამული, ენა, სარწმუნოება, ჩვენი წინაპრები ამას ეწირებოდნენ, რომ გვქონოდა ეს დღეს. წარმოუდგენელი და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე, სამშობლოს გარეშე. მინდა დაიმახსოვროთ, რომ თქვენი პროფესიის არჩევის დროს, როცა იქნებით თავისუფლები და წარმატებულები თქვენს დარგში, აუცილებლად სამშობლოსთან ერთად უნდა იყოს ეს ყველაფერი. სამშობლო მუდმივად თან უნდა გდევდეთ. 

ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი კოჯორში, ჯარის ბანაკის გახსნის ღონისძიებაზე. 

კომენტარები