ირან-ისრაელის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა, თანამოქალაქეებს მიმართა და თქვა, რომ ირანმა "ისტორიულ გამარჯვება მოიპოვა" კონფლიქტში, რომელიც ისრაელმა წამოიწყო.
"თქვენი დიადი და ისტორიის შემქმნელი ერის მამაცური წინააღმდეგობის შემდეგ, ჩვენ გავხდით ცეცხლის შეწყვეტისა და 12-დღიანი ომის დასრულების მოწმეები. ომისა, რომელიც ირანელ ხალხს ავანტიურიზმითა და წაქეზებით თავს ისრაელის მთავრობამ მოახვია". – თქვა ფეზეშქიანმა.
ირანის პრეზიდენტის თქმით, ისრაელმა "ვერ მიაღწია თავის მიზნებს – ობიექტების განადგურებას და ირანში ბირთვული კვლევების შეწყვეტას".
ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიანი კონფლიქტი ოფიციალურად 24 ივნისს დასრულდა.





