რუსული რეჟიმი

ივანიშვილის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსად გურამ დუმბაძე დაინიშნა

ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, "მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის" უფროსად გურამ დუმბაძე დაინიშნა.

"გურამ დუმბაძეს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ბიზნესის მართვის მიმართულებით, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით. მას საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ქონების მართვის განყოფილებაში, ასევე, 11 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში – აუდიტორ-ასისტენტობიდან მთავარ აუდიტორობამდე. 2021 წლიდან გურამ დუმბაძე იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, 2025 წლის ივნისიდან კი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა" - ნათქვამია ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში.

31 მარტს, ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ "შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს და ხელს შეუწყობს უფრო ეფექტიან მუშაობას".

კომენტარები