ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ბუდრისი: საქართველოში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება, წარვადგენთ 6-პუნქტიან ინიციატივას

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუტის ბუდრისის თქმით, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ლიტვა საქართველოს შესახებ 6-პუნქტიან ინიციატივას წარადგენს.

"საქართველოს საკითხზე წარვადგენთ 6-პუნქტიან ინიციატივას, თუ როგორ ვიმოქმედოთ საქართველოსთან მიმართებით, რადგან ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება და ახლა შესაბამისი დროა ამისთვის". - თქვა ბუდრისმა.

კითხვაზე, კონკრეტულად რას ითვალისწინებს ლიტვის წინადადება, მინისტრმა უპასუხა:

"ჩვენ უკვე გავავრცელეთ ჩვენი წინადადებები და რეკომენდაციები, ჯერ ჩემს კოლეგებთან განვიხილავ ყველაფერს – სამოქალაქო საზოგადოების დამატებითი მხარდაჭერიდან დაწყებული, საქართველოსთან არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვამდე". - თქვა ბუდრისმა.

კომენტარები