სირია

დამასკოში მდებარე ეკლესიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება მოაწყო

სირიის დედაქალაქ დამასკოში მდებარე ეკლესიაში აფეთქება მოხდა.

სააგენტო Reuetrs თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა გამოიწვია.

შემთხვევა დუეილას უბანში მდებარე ელიას ეკლესიაში მოხდა.

"თვითმკვლელმა შეიარაღებულმა პირმა ააფეთქა ასაფეთქებელი ქამარი წმინდა ელიას ეკლესიის შიგნით, დამასკოს დუეილას რაიონში". - აცხადებს სირიის სახელმწიფო ტელევიზია.

სააგენტო SANA-ს ცნობით, მსხვერპლის რაოდენობა ჯერ დაუზუსტებელია.

AFP-ს კორესპონდენტების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ეკლესიაში ავეჯი და ხატები დაზიანდა.

დამასკოს უსაფრთხოების ძალებს კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებიათ.

კომენტარები