22 ივნისს რუსეთის მიერ უკრაინის მექანიზებული ბრიგადის საწვრთნელ პოლიგონზე თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 11 დაიჭრა.
"სამწუხაროდ არიან დაღუპულები და დაჭრილები". - ნათქვამია უკრაინის სახმელეთო ძალების განცხადებაში.
მათი თქმით, საჰაერო განგაშის გამოცხადებისას დროულად მიღებული უსაფრთხოების ზომების წყალობით უფრო დიდი მსხვერპლი თავიდან იქნა აცილებული.
თავდასხმა დაახლოებით 17:30 საათზე მოხდა.
მომხდარის გამოსაძიებლად სახმელეთო ძალების სარდლობაში შექმნილია სპეციალური კომისია, ხოლო ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ.
მიმდინარე თვეში ეს უკვე მეორე დადასტურებული რუსული იერიშია, რომელმაც საწვრთნელ ობიექტზე სამხედრო მსხვერპლი გამოიწვია.





