შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატრულოს პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული რ.ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რ.ა. თბილისში, ქვეითად გადაადგილებისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ოც შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება კლეფედრონი ნივთმტკიცებად ამოიღეს". - ნათქვამია უწყების გაცხადებაში.
რ.ა. ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.





