ამ შეთანხმებას იდეაში, შესაძლებელია მის უკან, ასე ვთქვათ, ლაიტმოტივად გასდებს სიტყვები საქართველო და საქართველოს წინააღმდეგ. იმიტომ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ბედავს და ამბობს, რომ, დიახ, ჩემს ქვეყანაში, ჩემი ქვეყნის თაობაზე, ჩემს ქვეყანაში უნდა იყოს გადაწყვეტილებები მიღებული და არა ვინმეს მითითებით, ვინმეს თითის დაქნევით.
სხვა ბერკეტებთან ერთად, ერთ-ერთ საშუალებად ზუსტადაც, რომ ვიზალიბერალიზაცია აირჩია კონკრეტულმა ძალამ იმიტომ, რომ ეს ქართული საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. მათ შორის, ზუსტად იგივე არის რუსის და რუსობის იარლიყის მიწებების მცდელობაც იმიტომ, რომ ამ ყველაფერზე საზოგადოება, მათ აქვთ აღქმა, რომ საზოგადოება ამ ყველაფერზე რეაგირებს. სხვა ყველაფერი სცადეს, ხომ? სცადეს ქუჩების დანგრევა, გადაწვა, დააზიანეს სახელმწიფო ქონება, კერძო საკუთრებები, ადამიანების ცოცხლად დაწვაც სცადეს, ამავდროულად, ქალბატონი ლორა თორნტონი გამოდიოდა და საუბრობდა გაკვირვებული, ობიექტურად გაკვირვებული, რომ მსხვერპლი ამ ყველაფერს რატომ არ მოჰყვაო.
ახლა კიდევ ერთი ბერკეტი უნდათ ხელში რომ დაიჭირონ, რომ ქართულ საზოგადოებას პირდაპირ მიუთითონ, რომ თქვენ თუ არ მიიღებთ გადაწყვეტილებას და ქართული ოცნების ხელისუფლებას არ გაუშვებთ სახლში, კიდევ საკითხავია რა გზებით, გავიხსენოთ, მაგალითად, შვედეთის წარმომადგენელი, მაიდანს რომ გვპირდებოდა და მაიდნის მოწყობას რომ უთითებდა ამ რეალურად საქართველოში მოქმედ, ქართული სახელი და გვარის მქონე აგენტურას. ამ გზებით საბოლოო ჯამში, უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ქართულმა საზოგადოებამ იმის შიშით, რომ თავისუფლად არ იმოგზაუროს ევროპაში სუვერენიტეტზე და, იდეაში, საბჭოთა კავშირს რის გამოც გავექეცით ჩვენ და რის გამოც ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე გაიღეს, ჯანმრთელობა შესწირეს ბოლშევიზმთან ბრძოლას, თანამედროვე ბოლშევიზმს ვიღებთ ახლა. რომ ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია, ვინც ჩვენ მითითებას არ დაემორჩილება მის წინააღმდეგ აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ რეპრესიები და ეს ყველაფერი გადმოთარგმნილი არის, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
და საზოგადოებასაც კარგად ახსოვს, რომ ზუსტად იმიტომ აქვს ის მონაპოვარი, რასაც თავისუფალი მიმოსვლა ჰქვია, რომელიც ისევ და ისევ ქართული ოცნების გუნდის გამოისობით აქვს ქართულ საზოგადოებას და ჩვენ ყველას, ამავდროულად, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო და არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ყოფილიყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისა, ჩვენ საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელეთ წლების განმავლობაში, რამდენჯერმე. [...]
ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არავითარი საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რომ მიღებული იყოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ბუნებაში არ არსებობს.





