ეს არის უბრალოდ დაცინვა დემოკრატიაზე, დაცინვა ევროპულ ფასეულობაზე, როცა ამ ადამიანების სურათით გამოდიან.
[…] საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიყვანეს ამ იდეოლოგიით და ამ დაპირისპირებით, რომ “შენ თუ პოლიციაზე, სახელმწიფო ინსტიტუციაზე ხელს აწევ, ფიზიკურად შეეხები, მაშინ შენ დაცული იქნები ევროპისგან”.
[…] მოლოტოვის კოქტეილის სროლა დაუფინანსეს და ჰეროიკულ ნაბიჯად უქციეს, ამ ადამიანების ასეთ დონემდე მიყვანა, არის სწორედ ნაწილობრივ კი არა, დიდ წილად იმ ადამიანების სინდისზეც და იმ პოლიტიკურ საქმიანობზე, ვინც ამათ აქეზებს და შემდეგ კანონი რომ პასუხს გასცემს იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც მათ ქვეყნებში აქვთ, მერე ლაპარაკობენ, რომ თურმე პოლიტპატიმრები არიან ესენი.





