ამერიკის საელჩო საქართველოში განცხადებით ეხმაურება აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის, უფროსი მრჩევლის, უაით ტოლკისა და ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრას.
განცხადებაში წერია, რომ "შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსადმი თავისი მიდგომის გადახედვას, ამერიკის ინტერესების გასაძლიერებლად."
"დღეს ელჩი დანიგანი და უფროსი მრჩეველი ტოლკი საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს შეხვდნენ, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობა. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსადმი თავისი მიდგომის გადახედვას, ამერიკის ინტერესების გასაძლიერებლად. შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ ჩამოაყალობა ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად." - წერია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.





