12 ივნისს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 35 წევრისგან შემდგარმა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ოფიციალურად აცხადებს, რომ ირანი არღვევს ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმების ვალდებულებებს. The Jerusalem Post აღნიშნავს, ეს შემთხვევა 20 წლის განმავლობაში პირველია.
"[საბჭო] ადგენს, რომ 2019 წლიდან მოყოლებული ირანის მრავალჯერადი წარუმატებლობა უზრუნველეყო სააგენტოსთვის სრული და დროული წვდომა გამოუცხადებელი ბირთვული მასალებსა და საქმიანობაზე ირანის არადეკლარირებულ ობიექტებში... წარმოადგენს იმ ვალდებულებების დარღვევას, რომლებიც სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში ირანს აკისრია" - ნათქვამია საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) საბჭოს რეზოლუციის ტექსტში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა.
დიპლომატების განცხადებით, საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც აშშ-მ, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ წარადგინეს. რეზოლუციას 19-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 11 ქვეყანამ თავი შეიკავა, ხოლო სამი სახელმწიფო - რუსეთი, ჩინეთი და ბურკინა-ფასო - რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იყვნენ.
გამოცემის ნობით, დარღვევის ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს ის, რომ ირანმა IAEA ვერ წარუდგინა სანდო განმარტება იმის თაობაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ურანის კვალი ირანის არადეკლარირებულ ობიექტებზე, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო ამ საკითხზე წლების განმავლობაში აწარმოებდა გამოძიებას.





