ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

პაპუაშვილი "შეურაცხყოფის საჩივრებზე": მეორე მხარე და მოპასუხე არის ევროკავშირის ელჩი

დღეს იყო საჩივრები, რომლითაც შსს-ს მივმართეთ ფრაქციის შეურაცხყოფებთან დაკავშირებით. მე 2 წერილი მივწერე ევროკავშირის ელჩს საქართველოში. ერთი 24 აპრილს და მეორე 30 მაისს, ორივე წერილში მივუთითებდი, რომ ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ადამიანები, ხელფასს რომ უხდის, რომ აფინანსებს ის ორგანიზაციები, ადამიანები სიძულვილის ენაში, ზიზღის ენაში, ძალადობასა და პროპაგანდაში არიან ჩართულები. ერთ რამეს ვთხოვდი ევროკავშირის ელჩს, ბატონ ჰერჩინსკის, რომ ამას საჯაროდ გამიჯვნოდა და ეთქვა ერთი ფრაზა, რომ სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა არ არის ევროპულობა. ესეც კი სამადლოდაც არ თქვა მან საჯაროდ. ამის გამო არის დღეს, სოც.მედიაში, ქუჩაში მივარდნები, არასრულწლოვანების დატერორება.

[...]

ამ საჩივრის მეორე მხარე და მოპასუხე სინამდვილეში არის ევროკავშირის ელჩი, დანარჩენი ადამიანები არიან უბრალოდ ინსტრუმენტები ამ ზიზღის გავრცელებისა.
[...]
ლაშხთან დაკავშირებით წერილში დავწერე, ერთი პასუხი არ გვაღირსა ევროკავშირის ელჩმა.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები