ლელო საქართველოსთვის

კუპრაძე: ვეფხია კასრაძე გენერალური მდივნის მოადგილე გახდება

რეჟიმის პატიმარი ვეფხია კასრაძე ლელო საქართველოსთვის გენერალური მდივნის მოადგილე გახდება - ამის შესახებ პარტიის გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"ჩვენ ვძლიერდებით, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას რუსული ბანდის, რუსული რეჟიმის და ივანიშვილის წინააღმდეგ. გენერალური მდივნის მოადგილედ წარდგება პოლიტპატიმარი, ვეტერანი, სამხედრო, ხუთი შვილის მამა ვეფხია კასრაძე, რომელიც იქნება წარმოდგენილი რეგიონული მიმართულებით, ვეფხია კასრაძე გააგრძელებს ჩვენთან ერთად, მათ შორის საპატიმროდან და ძალიან მალე თავისუფლებაზე, ამაში დარწმუნებულები ვართ." - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს არ არის ერთადერთი ცვლილება. მისივე თქმით, ლუკა ნაცვლიშვილი ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ხოლო ოთო ფარულავა გენერალური მდივნის მოადგილე გახდება, საორგანიზაციო და პარტიული სტრუქტურების მიმართულებით. 

"გთავაზობთ ასევე მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს, წარმოგიდგენთ ჩვენს თანამებრძოლს, ლუკა ნაცვლიშვილს, რომელიც სულ ახლახან განთავისუფლდა უკანონო პატიმრობიდან. იგი ლელო საქართველოსთვის და ჩვენი კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციას უხელმძღვანელებს. 

მინდა მადლობა გადავუხადო ოთო ფარულავას, რომელმაც წლების განმავლობაში, ქუჩაში, საკონფერენციო დარბაზებში, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინა საქართველოს ახალგაზრდების და მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდების პოზიციები." - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

კომენტარები