ლელო საქართველოსთვის

სამადაშვილი: სრული კრახი - მიშელმა პრემიერთან ერთობლივი პრესკონფერენცია არ ჩათვალა საჭიროდ

საზოგადოებრივი აზრის კვლევამ გუშინ დაადასტურა, რომ რუსეთის და მათი მოკავშირე ქართული ოცნების ანტიდასავლურმა პროპაგანდამ არ იმუშავა და ქართველმა ხალხმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მისი ქვეყნის მომავალი არის დაკავშირებული ევროკავშირთან.

ამ ფონზე მინდა განსაკუთრებული განგაშით აღვნიშნო ის ვიზიტები, რომელიც მიმდინარე კვირას განხორციელდა ევროპულ დედაქალაქებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და ამ ვიზიტების შედეგები შეგვიძლია აღვწეროთ მხოლოდ ერთი სიტყვით - სრული პოლიტიკური კრახი.

[...] ვერცერთი შეხვედრის შემდეგ ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება. ასეთი განცხადება უნდა ყოფილიყო, რომ დიდწილად ქვეყანამ ყველა მოთხოვნა შეასრულა და ამიტომ მოლოდინი აქვთ პოზიტიური, რომ ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ამის ნაცვლად მოვისმინეთ შეფასებები, რომ ბურთი საქართველოს ხელისუფლების მოედანზეა, რომ დღემდე შეუსრულებელი რჩება მნიშვნელოვანი მოთხოვნები, რაც უკავშირდება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და ა.შ. მეტიც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ რომ ერთობლივი პრესკონფერენცია გაემართა პრემიერმინისტრთან იმიტომ, რომ როგორც ჩანს, პოზიტიური სათქმელი მას არაფერი არ ჰქონდა და ჩვენ ვნახეთ რომ ერთადერთი რაც კეთდება არის მოწოდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულოს 12 პუნქტიანი მოთხოვნა. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეწყვიტეთ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი. 

თქვა  ლელოს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები