ნარკოდანაშაული

ამოღებულია მეფედრონი, ბუპრენორფინი, გამომშრალი მარიხუანა და კანაფი – შსს-მ 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. 

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის მცდელობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანის ბრალდებით დაკავებულები არიან: უცხო ქვეყნის მოქალაქე 2005 წელს დაბადებული ნ.ს., წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული ვ.ს. და 1975 წელს დაბადებული ო.ო.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: მეფედრონი, ბუპრენორფინი, გამომშრალი მარიხუანა და მცენარე კანაფი". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260 -ე ტერცია, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები