NATO-რუსეთი

NATO-ს ავიაგამანადგურებლებმა რუსულ მზვერავ თვითმფრინავებს გზა გადაუჭრეს

NATO-ს გაერთიანებული საჰაერო ძალების შტაბი

პოლონეთის NATO-ს ბაზიდან აფრენილმა ბრიტანულმა ავიაგამანადგურებლებმა, ბალტიის ზღვის თავზე ორ რუსულ მზვერავ თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს.

ამის შესახებ ინფორმაციას NATO-ს საჰაერო ძალების შტაბი ავრცელებს.

რუსული თვითმფრინავები კალინინგრადის ოლქიდან მოფრინავდნენ. რადარებზე გამოჩენისთანავე მალბორკის ბაზიდან ბრიტანული ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ. 

"ორ რუსულ თვითმფრინავს Eurofighter Typhoon-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს". – წერია შტაბის განცხადებაში.

მზვერავი თვითმფრინავებისთვის გზის გადაჭრა ასევე დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ. 

ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა გამოიყენა AH-30 და ИЛ-20M ტიპის მზვერავები. თვითმფრინავები ფოტოს გადასაღები თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი.

კომენტარები